Grid ⚡️ გრიდი

⚡ ყველაფერი ელექტრომობილის დატენვის შესახებ: გზამკვლევი დამწყებთათვის

ელექტრომობილზე გადასვლა ამაღელვებელია, თუმცა დატენვის სტანდარტებში გარკვევა ხშირად რთულია. GRID გთავაზობთ მარტივ გზამკვლევს, რათა ზუსტად იცოდეთ, რა სჭირდება თქვენს ავტომობილს.

1. დატენვის დონეები (Levels) — რამდენად სწრაფად დავიტენებით? 🔋

  • Level 1 (საყოფაცხოვრებო შტეფსელი): იყენებთ ჩვეულებრივ როზეტს (Schuko). ყველაზე ნელია (3.5 კვტ-მდე), თუმცა მოსახერხებელია ღამით დასატენად.
  • Level 2 (პორტატიული ან Wallbox): იყენებს 16A ან 40A სიმძლავრეს. ეს არის ოქროს შუალედი (3.5 კვტ - 9.6 კვტ). სწორედ აქ გჭირდებათ GRID-ის მაღალი ხარისხის კაბელები.
  • Level 3 (DC Fast Charging): საჯარო სწრაფი დამტენები გზატკეცილებზე და ქალაქში. მუშაობს პირდაპირი დენით და მუხტავს მანქანას 30-40 წუთში დაახლოებით.

2. რომელი კონექტორი (თავაკი) მჭირდება? 🔌

ავტომობილის წარმოშობისა და ბაზრის მიხედვით, არსებობს რამდენიმე ძირითადი სტანდარტი:

  • 🇪🇺 Type 2 (Mennekes): ევროპული სტანდარტი. გამოიყენება Audi, BMW, Mercedes, VW და ევროპულ Tesla-ებში. მხარს უჭერს როგორც ერთფაზიან, ისე სამფაზიან დატენვას.
  • 🇺🇸 Type 1 (SAE J1772): ძირითადად გვხვდება ამერიკულ, იაპონურ , კორეულ ბაზარზე გამოშვებულ ავტომობილებში (Nissan Leaf, Chevrolet Bolt, Mitsubishi Outlander PHEV). ის მხოლოდ ერთფაზიანია.
  • 🇨🇳 GBT (ჩინური): თუ გყავთ ID.4, ID.6 ან ნებისმიერი ჩინური ბრენდი (Zeekr, BYD), თქვენ გჭირდებათ სწორედ GBT კაბელი.
  • 🇺🇸 NACS (Tesla): სპეციალური სტანდარტი ამერიკული Tesla-ს მფლობელებისთვის, რომელიც უკვე ჩრდილოეთ ამერიკის მთავარი სტანდარტი ხდება.

3. კაბელის სიმძლავრე — 11 კვტ თუ 22 კვტ? ⚡

ხშირად მომხმარებელს ჰგონია, რომ რაც მეტია, მით უკეთესია. რეალურად:

  • თუ თქვენს მანქანას შეუძლია მაქსიმუმ 11 კვტ-ის მიღება, 22-იანი კაბელი მას უფრო სწრაფად ვერ დატენის.
  • Type 1 (J1772) დამტენები, როგორც წესი, მაქსიმუმ 7.4 კვტ სიმძლავრეს ატარებენ.
  • რჩევა: შეამოწმეთ თქვენი ავტომობილის ბორტ-დამტენის (On-board charger) მონაცემები.

4. უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა! 🛡️

დამტენი დამტენი არ არის უბრალო გამტარი. ხარისხიან კაბელს (როგორიცაა GRID-ის პროდუქცია) უნდა ჰქონდეს:

  • IP65 დაცვა: წვიმისა და მტვრისგან დასაცავად.
  • RCD დაცვა: დენის გაჟონვისგან თავის ასარიდებლად.
  • TPE/TPU მასალა: რათა კაბელი დარჩეს მოქნილი ყინვაშიც და არ დაიბზაროს მზეზე.

💡 GRID-ის რჩევა:

თუ თქვენი ავტომობილი ამერიკული Type 1-ია, ხოლო საჯარო დამტენი ევროპული Type 2, თქვენ დაგჭირდებათ სპეციალური Type 2 to Type 1 გადამყვანი.

🔌 სპეციალური გადაწყვეტილებები Tesla-ს მფლობელებისთვის

თუ თქვენ ფლობთ ამერიკულ Tesla-ს (NACS სტანდარტი), საჯარო დამტენებით სარგებლობისთვის ორი ძირითადი გადამყვანი დაგჭირდებათ:

  • Type 2 to NACS: საშუალებას გაძლევთ დატენოთ თქვენი ამერიკული Tesla ნებისმიერ ევროპულ სტანდარტულ (AC) დამტენ სადგურზე.
  • CCS2 to NACS (Adapter): აუცილებელია სწრაფი დატენვისთვის (DC), რათა ამერიკულმა Tesla-მ შეძლოს ევროპული სწრაფი სადგურების გამოყენება.

⚡ სწრაფი დატენვა (DC Fast Charging) — რა უნდა ვიცოდეთ?

როცა გზატკეცილზე ხართ და დრო ცოტა გაქვთ, იყენებთ სწრაფ დამტენებს. აქაც სტანდარტები განსხვავებულია:

  • CCS2 (ევროპული): ყველაზე გავრცელებული სწრაფი დამტენის პორტი საქართველოში. მას იყენებს თითქმის ყველა ევროპული ელექტრომობილი.
  • CCS1 (ამერიკული): ძირითადად ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილი სწრაფი დატენვის სტანდარტი (მაგ. ამერიკული VW ID.4 ან Hyundai Ioniq). საქართველოში ამერიკული მანქანების სიჭარბის გამო ყველაზე პოპულარულია, უმეტესწილად საჭიროა გადამყვანი.
  • GBT DC (ჩინური): ჩინური ელექტრომობილების სწრაფი დატენვის სტანდარტი. თუ ჩინური ID.4 ან Zeekr გყავთ, სწრაფ სადგურზე სწორედ ეს "ორი თავიანი" კაბელი დაგჭირდებათ.
  • CHAdeMO: ძირითადად გამოიყენება Nissan Leaf-სა და ძველ იაპონურ მოდელებში.
  • NACS : ამერიკული ბაზრის Tesla-სათვის , საქართველოში ყველაზე გავრცელებული ელექტრომობილი. საჭიროა გადამყვანი CCS2 to NACS.

    დამტენის ამპერაჟი
    🔌 მინიმალური რეკომენდებული კვეთა
    - 16A - 4 mm²
    - 32A - 6 mm²
    - 40A - 10 mm²

    🆘მნიშვნელოვანი ტექნიკური დეტალები
    კაბელის ტიპი: გამოიყენეთ მხოლოდ სპილენძის (Cu) მრავალძარღვიანი კაბელი (მაგ. VVG ან NYM ტიპის). ალუმინის კაბელს ზოგჯერ აყენებენ, თუმცა მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის არ არის რეკომენდებული ასეთი ტიპის დატვირთვისთვის.
    მანძილი და ძაბვის ვარდნა: თუ დამტენი დაშორებულია გამანაწილებელ ფარს 20-30 მეტრზე მეტით, აუცილებელია კაბელის კვეთის ერთი საფეხურით გაზრდა (მაგალითად, 32A-სთვის 6 mm²-ის ნაცვლად გამოიყენეთ 10 mm²), რათა თავიდან აიცილოთ ძაბვის ვარდნა (voltage drop) და ენერგიის დანაკარგი.
    უწყვეტი დატვირთვა: თეორიულად, 16A-სთვის შესაძლოა 2.5 mm²-იც საკმარისი იყოს, მაგრამ EV დამტენების შემთხვევაში, გადახურების თავიდან ასაცილებლად და სტაბილური მუშაობისთვის, 4 mm²-ია ოქროს სტანდარტი.
    დაცვა: არ დაგავიწყდეთ შესაბამისი ავტომატური ამომრთველების შერჩევა.

💡 GRID-ის რჩევა:

ელექტრომობილის შეძენისას პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის თავსებადობის შემოწმება. თუ თქვენი მანქანა ამერიკულია (Type 1 ან NACS), ხოლო საჯარო დამტენი ევროპული (Type 2 / CCS2), GRID-ის გადამყვანები თქვენს მოგზაურობას უწყვეტს გახდის.

დააჭირეთ და აირჩიეთ თქვენი სასურველი პროდუქტი.

არ დაგავიწყდეთ: სწრაფი დატენვისას (DC) კაბელი ყოველთვის დამტენ სადგურზეა დამაგრებული, თქვენ მხოლოდ შესაბამისი გადამყვანი (Adapter) გჭირდებათ! 🚗💨

გაქვთ კითხვები? მოგვწერეთ და დაგეხმარებით თქვენი მოდელისთვის საუკეთესო დამტენის შერჩევაში! 🚗💨